მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

პროექტი – ინოვაციები მცირე და საშუალო ბიზნესში – დასრულდა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან, ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
მემორანდუმს ხელი სენაკის მუნიციპალიტეტია მერმა, ვახტანგ გადელიამ და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ მოაწერეს.
ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, განხორციელდა სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და სენაკის ტექნოპარკის – მენეჯერი, თამარ მალანია, ერთობლივი პროექტი – TechInnovate: ინოვაციები მცირე და საშუალო ბიზნესში.
პროექტი სენაკის ტექნოპარკში, 6 აპრილს დაიწყო და 13 აპრილს დასრულდა.
7 დღის განმავლობაში, Master Education-თან ერთად, პროექტის მონაწილეებმა შეისწავლეს:
განსხვავება – სტარტაპსა და ტრადიციულ ბიზნესს შორის;
როგორ გამოიყენონ ტექნოლოგიები კონკურენტუნარიანობისთვის;
როგორ მიიღონ მენტორინგი და უკუკავშირი პროფესიონალებისგან;
როგორ წარადგინონ ინოვაციური იდეა ჟიურის წინაშე.
ორდღიანი ინდივიდუალური მენტორინგი ციფრულ ტრანსფორმაციაზე, მათ დაეხმარათ, თავიანთი ბიზნესის გაციფრულების ხელსაწყოების შესწავლაში.
გამარჯვებული მეწარმეები გამოავლინა ჟიურიმ, შემდეგი შემადგენლობით: სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია; სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი, მერაბ ჯანაშია; ამავე სამსახურის სპეციალისტი, პროექტის ინიციატორი, დალი ქაჩიბაია; სენაკის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე, ნიკოლოზ ქეცბაია; სტარტაპერი, AI ინჟინერი, საბა მარშავა.
ინოვატორ მეწარმეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისგან, 5000 ლარიანი გრანტი გადაეცა;
მეწარმეს – ბიზნესის დიჯიტალიზაციისთვის – 2000 ლარი;
მეწარმეს, ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებისთვის – 1000 ლარი.
ასევე გამოვლინდნენ პროექტის პარტნიორების – ტერა ბანკის და მასტერ ედუს რჩეული მეწარმეები.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

აპრილი 2025
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
Skip to content