მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

სენაკში დედაენის დღე აღინიშნა

47 წელი გავიდა 1978 წლის ისტორიული მოვლენებიდან… – დღეს დედაენის დღეა!
სენაკში, ქართველი ერის თვითმყოფადობისთვის ბრძოლის ისტორიის ეს უმნიშვნელოვანესი თარიღი, დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს.
სენაკის სამხატვრო ხელოვნების გალერეაში, საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა და მთვარობის ქალაქ სენაკის წარმომადგენლობისა და პროექტის ინიციატორის, მერის თანაშემწის, ნიკოლოზ ქეცბაიას ორგანიზებით, დედაენის დღისადმი მიძღვნილი დისკუსია გაიმართა.
აქტივობას ესწრებოდნენ: სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა ნაჭყებია, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ელისო შურღაია, განათლების მიმართულებით – მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის სპეციალისტი, ირმა კუპრეიშვილი, საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა და მთვარობის ქალაქ სენაკის წარმომადგენლობა, სენაკელი ახალგაზრდები.
,,ეს დღე ძვირფასია ყველა ჭეშმარიტი ქართველისთვის, მათთვის, ვისაც გაცნობიერებული აქვს, რომ ილიასეული სამება – ,,ენა, მამული, სარწმუნოება’’ – არის ჩვენი ეროვნული მრწამსი და არსებობის ქვაკუთხედი.
ამასთან, ეს დღე გვავალებს, ვიყოთ ჩვენი ფასდაუდებელი საგანძურის ღირსეული მემკვიდრენი – დავიცვათ, გავუფრთხილდეთ ქართულ ენას” – აღნიშნა სენაკის მეშვიდეცსაჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, მირანდა ცქიტიშვილმა.
დედაენის დღეს მიეძღვნა ქალაქის საჯარო ბიბლიოთეკაში გამართული ღონისძიება – ,,ჩვენი ენა ქართული”.
მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის, გაიმართა ისტორიულ -დოკუმენტური სპექტაკლი – ,,განათლება – გზა ხსნისა’’.
მოსწავლე ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში, მოსწავლე ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, დედაენის დღისადმი მიძღვნილი თემატური ღონისძიება ჩატარდა.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

აპრილი 2025
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
Skip to content