მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

,,რეპორტაჟი – შექსპირის ეპოქიდან…”

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს მხარდაჭერითა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ელისო შურღაიას ორგანიზებით, მორიგი წარმატებული პროექტი – ,,რეპორტაჟი – შექსპირის ეპოქიდან…”, შედგა.
ინგლისელი დრამატურგისა და პოეტის, უილიამ შექსპირის შემოქმედებას მიეძღვნა საღამო და ვიდეო-კონტენტების კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა 21-მა საჯარო სკოლამ მიიღო.
ჟიურის გადაწყვეტილებით, კონკურსის პირველი ადგილი წილად ხვდა ჟიული შარტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლას;
მეორე ადგილზე – არნოლდ ჩიქობავას სახელობის ძველი სენაკის საჯარო სკოლა გავიდა;
მესამე ადგილის მფლობელები გახდნენ: სენაკის მე-7 და კოტიანეთის საჯარო სკოლები.
ჟიურის რჩეულის ტიტული წილად ხვდათ მენჯისა და ზანის საჯარო სკოლებს.
ღონისძიებას, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა ნაჭყებია, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ინგა ქარდავა, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, განათლების მიმართულებით – – მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის სპეციალისტი, ირმა კუპრეიშვილი, საგანმანათლებლო სფეროს და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საღამოს დასასრულს, ასევე დაჯილდოვდნენ საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ელისო შურღაიას პროექტის – ფოტო-კონკურსის: ,,გაზაფხულდა, აყვავილდა ნუში…”, გამარჯვებულები.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

აპრილი 2025
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
Skip to content