მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

სენაკის მერი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილე ბადრი ქუთელიასთან ერთად, სენაკში, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
არჩაიას ქუჩაზე ხორციელდება მილხიდის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება 158 516 ლარია.
სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, პარალელურად, მიმდინარეობს ჭავჭავაძის ქუჩის №33-სა და №35-ში არსებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების, სამტრედიის ქუჩის №12-ის პირველი და მეორე კორპუსების, რუსთაველის ქუჩის №116-ში არსებული მრავალბინიანი კორპუსის, ყოფილ სამხედრო ქალაქში, №194-ში არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის, ქალაქის სასპორტო სკოლის, ნოსირის საბავშვო ბაღის და ახალსოფლის ადმინისტრაციული შენობის გადახურვის სამუშაოები.
ამასთან, ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საჩიქობავოში, ხორციელდება არნოლდ ჩიქობავას სახელობის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია. სოფელ ძველ სენაკში მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია.
სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს არსენას, ქუთაისის და ჩხეტიას ქუჩებზე, ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ ციზეთსა და სასერგიოს უბანში, ზანა-უშაფათის დამაკავშირებელ გზაზე, ეკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საადამიოში, ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გახომელას ლეგაგუეს უბანში და უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულში.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

მაისი 2025
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
Skip to content