მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

ინფრასტრუქტურის მინისტრის ვიზიტი სენაკში

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სენაკში 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობას ასრულებს.
პროექტს აზიის განვითარების ბანკი ახორციელებს და ჯამური ღირებულება 5 მილიონ ლარს აღემატება.
დასრულებულ სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი, რევაზ სოხაძე, სენაკის, ფოთის და ხობის დელეგატთან, გიორგი ხახუბიასთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, დავით ვერავასთან, სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან, ვახტანგ გადელიასთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, საბა ოდიშარიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
„სენაკში ერთ-ერთი საუკეთესო საბავშვო ბაღი აშენდა. სამუშაოები მალე დასრულდება და სენაკში გვექნება თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ახალი საბავშვო ბაღი. ეს არ ეხება მხოლოდ სენაკს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს ყველა რეგიონში, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში, მიმდინარეობს ბაღების, სკოლების და სხვა საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ისეთი როგორიც არასდროს ამ ქვეყნის ისტორიაში არ ყოფილა,“- აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ.
პროექტის ფარგლებში, მოეწყო საძინებელი, სათამაშო, გამოსაცვლელი და ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო, სასადილო, სამრეცხაო, ლიფტი და საევაკუაციო კიბეები. ეზოში მოეწყო რეკრეაციული სივრცე და სათამაშო მოედნები.
საბავშვო ბაღი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

მაისი 2025
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
Skip to content