სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, ზანა-უშაფათის დამაკავშირებელ გზაზე, ორ ლოკაციაზე, ხორციელდება სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები, რომლის ღირებულება 118 062 ლარია.
მიმდინარე სამუშაოებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია პირველ მოადგილე ბადრი ქუთელიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები ასევე მიმდინარეობს არსენას, ქუთაისის და ჩხეტიას ქუჩებზე, ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ ციზეთსა და სასერგიოს უბანში, ეკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საადამიოში, ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გახომელას ლეგაგუეს უბანში.
ამასთან, მიმდინარეობს ჭავჭავაძის ქუჩის №33-სა და №35-ში არსებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების, სამტრედიის ქუჩის №12-ის პირველი და მეორე კორპუსების, რუსთაველის ქუჩის №116-ში არსებული მრავალბინიანი კორპუსის, ყოფილ სამხედრო ქალაქში, №194-ში არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის, სოფელ ძველ სენაკში, სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების, ქალაქის სასპორტო სკოლის, ნოსირის საბავშვო ბაღისა და ახალსოფლის ადმინისტრაციული შენობის გადახურვის სამუშაოები.
ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საჩიქობავოში ხორციელდება არნოლდ ჩიქობავას სახელობის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია.