სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრას ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის განყოფილებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ, შეიქმნება ერთიანი, სრულყოფილი საკადასტრო მონაცემთა ბაზა და საბოლოოდ იდენტიფიცირდება კერძო, სახელმწიფო თუ მუნიციპალური საკუთრება.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერია და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მჭიდროდ თანამშრომლობენ, რათა რეგისტრაციის პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე, მარტივი და მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იყოს.