სენაკის XII მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, თამარ გვერდწითელის კონცერტი გაიმართა.
საღამოზე შესრულდა მომღერლის ცნობილი კომპოზიციები.
კონცერტს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნანა ზარანდია, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან უჩანეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სენაკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოანე კუპრეიშვილი დაესწრნენ.
ფესტივალის ფარგლებში, 27 მაისს, 18:00 საათზე, ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის განახლებულ საკონცერტო დარბაზში, ცნობილი შემსრულებლები ქართული კლასიკური მუსიკის საღამოს გამართავენ.
29 მაისს, 17:00 საათზე, არტ-ფესტი 2025, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, გალა კონცერტით და დაჯილდოების საზეიმო ცერემონიით დაიხურება.
სენაკის მუსიკალური ფესტივალი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს მხარდაჭერითა და ხელოვნების აკადემიის ინიციატივით იმართება და მისი დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია პიანისტთა საერთაშორისო კონკურსების მრავალგზის ლაურეატი, ხელოვნების აკადემიის რექტორი, მსოფლიოში აღიარებული პიანისტი, სენაკის საპატიო მოქალაქე ვალერიან შიუკაშვილი.