სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულმა დრამატულმა თეატრმა, გასტროლის ფარგლებში, რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და რეჟისორის, ვახტანგ ნიკოლავას ორი სპექტაკლი: ,,ჩიპოლინოს თავგადასავალი” და ,,კაცია-ადამიანი?!” ითამაშა.
გასტროლი საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.
სპექტაკლს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნანა ზარანდია დაესწრო.
რუსთაველის ეროვნულ თეატრში სენაკის თეატრალური დასისთვის ეს უკვე მეორე გასტროლია.