სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, მოადგილეებთან ერთად, პროფესიული დღე მიულოცა შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული და საპატრულო პოლიციის სამმართველოების წარმომადგენლებს.
,,რთული და საპასუხისმგებლოა პოლიციელის როლი. ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად გიწევთ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნავთ. მინდა მადლობა გითხრათ ქვეყნის და ხალხის სამსახურში დგომისთვის, ღირსეული, მაღალპროფესიული და თავდაუზოგავი შრომისთვის” – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.