მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის გასართობი ღონისძიება გაიმართა

სენაკში, ყოფილი სამხედრო ქალაქის დევნილთა დასახლებაში, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის, გასართობი ღონისძიება – ,,ჯადოსნური დღეები“ გაიმართა.
ღონისძიება გასართობ აქტივობებს, გუნდურ და ინტერაქტიულ თამაშებს მოიცავდა, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილი 300-მდე ბავშვი მონაწილეობდა.
პროექტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით, 8 ქალაქში ხორციელდება და 7 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ბესიკ კუსიდი, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი, ავთანდილ ძაგანია, სენაკის მუნიციპლიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მანანა გვიჩია, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
Skip to content