სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია და საკრებულოს თავმჯდომარე, ჯუმბერ ტყებუჩავა, მოადგილეებთან ერთად, მხატვარ ნონა ჭანტურიას პერსონალური გამოფენის გახსნას დაესწრნენ.
გამოფენას სენაკის სახვითი ხელოვნების გალერეა მასპინძლობს და ის მხატვრის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.
ნონა ჭანტურიას პირველი პერსონალური გამოფენა სტამბოლში მოეწყო.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, მხატვარს პროფესიული დღე მიულოცა და აღნიშნა: ,,ნონა ჭანტურიას ნამუშევრები მკაფიოდ ასახავენ ავტორის უნიკალურ მხატვრულ მიდგომას, მაღალ ოსტატობას და პროფესიულ სტანდარტებს.
მინდა განსაკუთრებული პატივისცემით მივულოცო ეს დღე სენაკელ მხატვრებს, რომლებსაც თავიანთი მრავალწლიანი შემოქმედებითი მოღვაწეობით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქართული მხატვრობისა და ჩვენი ქვეყნის კულტურის განვითარების პროცესში. მათი პროფესიონალიზმი, შემოქმედებითი რესურსი და ხელოვნებისადმი ერთგულება წარმოადგენს სენაკის კულტურული იდენტობის მნიშვნელოვან საყრდენს.”
მხატვარ ნონა ჭანტურიას ფერწერული ტილოების დათვალიერება 20 იანვრამდეა შესაძლებელი.