სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ჯგუფმა ,,იბერიამ“ კონცერტი გამართა.
მსმენელის წინაშე ჯგუფი ცნობილი და ახალი ჰიტებით წარდგა.
ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
საღამო საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ,,შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით ჩატარდა.