სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტან გადელიამ, მერის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული საჭიროებები, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები.
მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, რომ წარმომადგენლებისა და ასისტენტების საქმიანობის უმთავრესი მიმართულება უნდა იყოს მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაცია, მათი პრობლემების შესწავლა, მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების მიღება, არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის შესაძლებლობებზე ხალხთან ღიად საუბარი.
სამუშაო შეხვედრას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.