სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, ზუგდიდის ტექნოპარკში, რეგიონის მასშტაბით, ტექნოპარკის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო.
ანგარიშზე წარმოდგენილი იყო წლის განმავლობაში, რეგიონის მასშტაბით განხორციელებული ძირითადი პროექტები, მიღწეული შედეგები და მომავალი განვითარების გეგმები.
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, გიორგი ნადარაია, ადგილობრივი თვითმმართველობის, კოლეჯების, უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ბიზნეს სექტორის, სტარტაპ ეკოსისტემის წევრები, ტექნოპარკის პარტნიორები და ბენეფიციარები ესწრებოდნენ.
ზუგდიდის ტექნოპარკის მენეჯერმა ანუკი ასათიანმა პრეზენტაციის ფარგლებში ყურადღება გაამახვილა რეგიონის მასშტაბით ტექნოპარკის საგანმანათლებლო და ინოვაციურ პროგრამებზე, ახალგაზრდებისთვის შექმნილ შესაძლებლობებზე, ფაბლაბის აქტივობებზე და ტექნოლოგიური მეწარმეობის ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებულ ინიციატივებზე.
წლის განმავლობაში ტექნოპარკის პროგრამებსა და ტრენინგებში ჩართული იყო ასობით მოსწავლე, სტუდენტები და ახალგაზრდა პროფესიონალები, რომლებმაც მიიღეს პრაქტიკული ცოდნა თანამედროვე ტექნოლოგიებში.
ტექნოპარკი მომავალშიც გააგრძელებს რეგიონში ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერებას, ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის ზრდას და ახალგაზრდებისა და სტარტაპების მხარდაჭერას.