სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მოადგილე ნანა ზარანდიასთან ერთად, ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდა.
დღეიდან საბჭო ახალი შემადგენლობით განაახლებს საქმიანობას.
ახალგაზრდული საბჭო 21 წევრისგან შედგება. ახლადარჩეული თავმჯდომარეა საბა კუპრეიშვილი, მოადგილე – ანასტასია ზუხბაია.
,,სახელისუფლებო გუნდის მიზანია, ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და საკუთარი იდეებითა და ინიციატივებით წვლილი შეიტანონ მუნიციპალიტეტის განვითარებაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი ხედვები და მოსაზრებები, რათა მაქსიმალურად სწორად და მიზნობრივად განვსაზღვროთ მომავალი თაობისთვის საჭირო სტრატეგია,” – აღნიშნა შეხვედრაზე სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ.
სენაკის მუნიციპალიტეტში, მერის მრჩეველთა ახალგაზრდული საბჭო 2023 წელს შეიქმნა.
შექმნის დღიდან დღემდე, ახალგაზრდები აქტიურად არიან ჩართულები ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, კულტურულ, ახალგაზრდულ, საგანმანათლებლო და შემეცნებით აქტივობებში.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა ახალგაზრდობისა და კულტურის მიმართულებით – მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის სპეციალისტი, ახალგაზრდული მუშაკი, გვანცა მალანია.