სენაკში, მერიის ორგანიზებით, საახალწლო კონცერტი გაიმართა და საზეიმოდ აინთო ქალაქის მთავარი ნაძვის ხე.
საკონცერტო პროგრამით სენაკელების წინაშე წარდგნენ ცნობილი ქართველი შემსრულებლები: ,,ქუჩის ბიჭები”, ნინი ქარსელაძე, მარიკა თხელიძე, ლიზი დარასელია.
მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს პროექტის – ,,შექმენი კრეატიული ნაძვის ხე” ფარგლებში, გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ჯუმბერ ტყებუჩავამ, სენაკელებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და ქალაქის მთავარი ნაძვის ხე მათთან ერთად აანთეს.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის მიერ ორგანიზებული საახალწლო ღონისძიება ასევე მოიცავდა საბავშვო აქტივობებს, ზღაპრის გმირების წარმოდგენებსა და მუსიკალურ ნომრებს.
ღონისძიების პატარა სტუმრებს სანტამ საჩუქრები გადასცა.
ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა.