სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპისის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრებიდან 48-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
,,მისი უწმინდესობის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი სულიერი წინამძღოლობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სახელმწიფოს განვითარებაში. მისი ლოცვის მადლი დიდხანს უნდა ჰფარავდეს ქვეყანას,” – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.
ხელოვნების ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას, რომელშიც მონაწილეობა სამუსიკო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა მიიღეს, ასევე ესწრებოდნენ სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები.