სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა) აღმასრულებელი საბჭოს წევრი გახდა.
ა.თ.ე.ა-ს ეროვნული ასამბლეის მე-8 სხდომაზე, თბილისის მერი, კახა კალაძე საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩიეს.
აღნიშნული გადაწყვეტილება 64-ვე თვითმმართველი ერთეულიდან წარმოდგენილმა დელეგატმა ღია კენჭისყრით დააფიქსირა.