სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია, მოადგილე ნანა ზარანდიასთან ერთად, მასწავლებელთა რაიონულ კონფერენციას დაესწრო, სადაც მონაწილეობა სენაკის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების წარმომადგენელმა მიიღეს.
კონფერენცია მნიშვნელოვანი პლატფორმაა პედაგოგებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის გაძლიერებისთვის.
მასწავლებელთა რაიონული კონფერენცია საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით გაიმართა და მიზნად ისახავს სწავლების პროცესში ინოვაციური მიდგომებისა და თანამედროვე საგანმანათლებლო პრაქტიკის დანერგვას, ასევე წარმატებული გამოცდილებების გაზიარებას.