სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა მოადგილეებთან ერთად შობა-ახალი წელი მიულოცა იმ ადამიანებს, რომლებიც პროფესიული მოვალეობის შესრულებისას 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად ემსახურებიან ქვეყანასა და საზოგადოებას.
,,მინდა გულწრფელი მადლიერება და პატივისცემა გამოვხატო თითოეული მათგანის მიმართ. მათი ერთგულება, პასუხისმგებლობა და თავდადება უმნიშვნელოვანესია ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ქვეყნისა და ხალხის სამსახურში დგომისთვის”, -განაცხადა ვახტანგ გადელიამ.