სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ გადელიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ჯუმბერ ტყებუჩავამ სენაკის თეატრის დასის წევრებს პროფესიული დღე მიულოცეს.
სენაკის მერმა, წარმატებული და ხანგრძლივი საქმიანობისთვის, ასევე მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ღვაწლმოსილ თანამშრომლებს ფულადი ჯილდოები გადასცა.
„სენაკის თეატრი, თავისი მდიდარი ისტორიითა და შემოქმედებითი ტრადიციებით, მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თეატრის მხარდაჭერა, ახალი იდეების წახალისება და ისეთი პირობების შექმნა, სადაც ხელოვნება თავისუფლად და ღირსეულად განვითარდება. გისურვებთ წარმატებულ პრემიერებსა და საინტერესო შემოქმედებით საქმიანობას“, – აღნიშნა ვახტანგ გადელიამ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.