სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, დიმიტრი ჯაიანის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრში, მუსიკალურ-შემეცნებით ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო მუნიციპალიტეტის 16-მა საჯარო სკოლამ. პროექტი სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით და სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით განხორციელდა.
გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მონაწილეები.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მანანა გვიჩია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები.
მუსიკალურ-შემეცნებითი პროექტი მიზნად ისახავდა განსაკუთრებული ვოკალური მონაცემებით, არტისტიზმითა და სცენურობით გამორჩეულ მოსწავლეთა აღმოჩენას, მათში შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართულობის გაზრდას.