მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

სენაკის მერი სპორტულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

სენაკის მუნიციპალიტეტს კიდევ ორი მინი სპორტული მოედანი შეემატება.
მენჯის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საწულეისკირიოში მიმდინარეობს მინი სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები.
პროექტის ღირებულება 106 924 ლარს შეადგენს.
სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე მიმდინარეობს ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ კოტიანეთში.
პროექტის ღირებულება 94 344 ლარია.
სამუშაოების ფარგლებში, ეწყობა ხელოვნურსაფარიანი მოედნები, გარე განათების სისტემები, შემოიღობება სტადიონები.
სამუშაოები ხორციელდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებითა და სენაკის მერიის თანადაფინანსებით.
სამუშაოების მიმდინარეობას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილე ბადრი ქუთელიასთან და ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ედიკა ბერაიასთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
ბოლო წლების მანძილზე, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტს 41 მინი სპორტული მოედანი მოეწყო.
ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტს, ასევე შეემატება ახალი მულტიფუნქციური ცენტრი და საცურაო კომპლექსი.
სპორტული სივრცეების შექმნა, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Skip to content