ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, ქალაქ ზუგდიდში გამართულ მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა.
მსვლელობა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ის ლოცვა-კურთხევით გაიმართა.
,,ოჯახი ჩვენი საზოგადოების, ტრადიციებისა და სულიერი სიმტკიცის უმნიშვნელოვანესი საყრდენია. მშობლების პატივისცემა, ურთიერთსიყვარული და თაობებს შორის ღირებულებების გადაცემა ის ფასეულობებია, რომლებზეც ჩვენი მომავალი დგას.
ვულოცავ ყველას ამ მნიშვნელოვან დღეს. მშვიდობა, სიყვარული, ერთობა და ღვთის წყალობა არ მოკლებოდეს ჩვენს ოჯახებსა და სრულიად საქართველოს,” – აღნიშნა სენაკის მერმა.
ზუგდიდში გამართულ მსვლელობაში, მოქალაქეებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა, საქართველოს პარლამენტის წევრებმა, რეგიონის მერებმა და საკრებულოების თავმჯდომარეებმა, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ჯუმბერ ტყებუჩავამ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა.