მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

სენაკმა ,,აფხაზეთობის კვირეულს” უმასპინძლა

„აფხაზეთობის კვირეულს“ დღეს სენაკმა უმასპინძლა.
სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატული თეატრის სცენაზე, სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრის დასმა, სპექტაკლი ,,ზღვის თეატრი“ წარმოადგინა.
აფხაზეთობა 2026-ის ფარგლებში, მოეწყო ფოტოგამოფენა – „კადრები აფხაზეთიდან“.
სპექტაკლს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, ჯუმბერ ტყებუჩავა, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი, გიორგი ძაძამია, აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე, გურამ მისაბიშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
აფხაზეთობის დღესასწაული 2014 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაწესდა და მას შემდეგ, ყოველწლიურად, სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება.
„აფხაზეთობის კვირეული“ წელს, 18 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მიმდინარეობს და მიზნად აფხაზეთის კულტურის, ტრადიციებისა და ისტორიული მემკვიდრეობის წარმოჩენას ისახავს.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Skip to content