სენაკის XIII მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, ქართველი შემსრულებლის, ნუკრი კაპანაძის კონცერტი გაიმართა.
საღამოს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნანა ზარანდია დაესწრო.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მანანა გვიჩია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები.
სენაკის მუსიკალური ფესტივალი ყოველწლიურად მუსიკალურ საღამოებს, მასტერკლასებს და შემეცნებით-კულტურულ ღონისძიებებს აერთიანებს.