24 მაისს, ,,სენაკის მუსიკალური ფესტივალი 2026,” აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, გალაკონცერტითა და ლაურეატთა დაჯილდოებით, საზეიმოდ დაიხურა.
დასკვნით ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის, სამუსიკო და სახელოვნებო სექტორების, საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ფესტივალის ფარგლებში, ჟიურიმ, საქართველოს მასშტაბით, სამუსიკო და სახელოვნებო სკოლების 3 000-მდე მოსწავლეს მოუსმინა, რომელთაგან, ლაურეატის წოდება 63 შემსრულებელსა და შემოქმედებით ჯგუფს მიენიჭა. მათ შორისაა, სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის გიტარისტთა ანსამბლი, გიტარისტთა დუეტი, ხალხური საკრავების ფოლკლორული ანსამბლი ,,მორდუ”, დუეტი, საორკესტრო (ფლეიტა, ვიოლინო) და ავთანდილ გოგოტიშვილის სახელობის გაერთიანებული გუნდი.