მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

სენაკის მერმა სამუშაო შეხვედრა გამართა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, მოადგილეებთან – ბადრი ქუთელიასთან და ნანა ზარანდიასთან ერთად, მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან და მუნიციპალური ა(ა)იპ-ების დირექტორებთან, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე, საანგარიშო კვირის განმავლობაში, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში გაწეული დახმარების, ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ზედამხედველობითი ღონისძიებების მიმდინარეობა განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 26 მაისს დაგეგმილი კომპლექსური ღონისძიებების უზრუნველსაყოფად მიმდინარე სამუშაოებს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებითა და მუნიციპალური აიპების ჩართულობით იმართება და მთელი დღის მანძილზე, კულტურული, სპორტული, საბავშვო და გასართობ-შემეცნებითი, საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება.
მუნიციპალიტეტის მერმა გასცა შესაბამისი დავალებები, რათა ყველა პროცესი მაქსიმალურად კოორდინირებულად, პასუხისმგებლობითა და დადგენილ ვადებში წარიმართოს.
ვახტანგ გადელიას თქმით, თითოეული პროექტისა და პროგრამის მთავარი მიზანი მოქალაქეებისთვის უკეთესი გარემოს შექმნა და მათი ყოველდღიური ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Skip to content