მოსწავლე-ახალგაზრდობის სკვერში, მოეწყო ფოტო ზონები, თემატური გამოფენები – ,,საქართველოს კუთხეები“ – საჯარო სკოლების მონაწილეობით, საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა, გობელენის მასტერკლასები.
პატარებისთვის მოეწყო გასართობი და შემეცნებითი სივრცეები.
მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობდა სპორტული აქტივობები სხვადასხვა სახეობებში: მაგიდის ჩოგბურთში, კალათბურთში, მკლავჭიდსა და ჭადრაკში, გაიმართა მინი ფეხბურთის ფესტივალი.
მერის მრჩეველთა სათათბირო ახალგაზრდული საბჭო ინიციატივით, მოეწყო საგანმანათლებლო-შემეცნებითი სივრცეები, გასართობი ატრაქციები.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს ორგანიზებით, საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის სენაკის წარმომადგენლობის, სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით, ჩატარდა თემატური აქტივობა – ,,დიპლომატიის სიმულაცია – მომავლის ლიდერები”.
საჯარო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით გაიმართა ფლეშმობი, ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით – საზეიმო კონცერტი; ჩატარდა საბავშვო და ბაგა-ბაღების აღსაზრდელების, ასევე, ხალხური და საესტრადო მუსიკის კონცერტები.
17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო სენაკში საზეიმოდ აღინიშნა – ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მიერ შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.