დამოუკიდებლობის დღისამდი მიძღვნილი აქტივობები, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, დიჯეი გიგა პაპასკირის ელექტრონული მუსიკის კონცერტით, ბენდ ,,ქართულის” ქალაქური მუსიკის საღამოთი და ფოიერვერკით დასრულდა.
ღონისძიებებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები – ლევან უჩანეიშვილი და მანანა გვიჩია, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.