საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან, სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან, სენაკის მუნიციპალიტეტის მერ ვახტანგ გადელიასთან, მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წევრებთან ერთად, სენაკში, რძის გადამმუშავებელ საწარმოში იმყოფებოდა.
მთავრობის მეთაურმა საწარმო დაათვალიერა და საწარმოო პროცესს გაეცნო.
„არია” დღე-ღამეში 3 ტონა რძეს ამუშავებს და პროდუქციას ადგილობრივ ბაზარს აწვდის. საწარმოში 30 ადამიანია დასაქმებული.
საწარმო გაფართოებას და ამ მიზნით სახელმწიფო თანადაფინანსების პროგრამებით სარგებლობას გეგმავს.