სენაკის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებში, 284 კურსდამთავრებულისთვის, „ბოლო ზარი“ დაირეკა.
თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის მეშვიდე საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულებს ეს დღე მიულოცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, დავით ფაცაციამ, მინისტრის პირველმა მოადგილემ, გურამ მისაბიშვილმა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ჯუმბერ ტყებუჩავამ და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნანა ზარანდია და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მანანა გვიჩია, ჟიული შარტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთა „ბოლო ზარის“ ღონისძიებას დაესწრნენ და ახალგაზრდებს წარმატებები, პროფესიული წინსვლა და დასახული მიზნების განხორციელება უსურვეს.