პირველად, ჩვენს ქალაქში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, უძველესი ნოქალაქევის ციხე-გოჯში, ქართული ცეკვის ნამდვილი დღესასწაული!
23 დეკემბერს, 17:30 საათზე, საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “ერისიონი” წარმოგიდგენთ განახლებულ შოუ-პროგრამას ,,ქართული საგანძური”.
წინასაახალწლოდ ამაღლებული განწყობის შესაქმნელად, ისტორიულ არქეოპოლისში – ნოქალაქევის არქოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში, ანსამბლი ,,ერისიონი“ მაყურებელს ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხის, ათასწლეულებში გამოტარებულ ხალხურ პროფესიულ შემოქმედების შედევრებს წარუდგენს.