სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსთან, გივი მისაბიშვილთან ერთად, 100%-იანი გრანტის მფლობელ სენაკელ კურსდამთავრებულებს, ასევე, საჯარო და კერძო სკოლების დირექტორებს შეხვდა.
2023 წლის ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი დაფინანსების გრანტი 8 კურსდამთავრებულმა მოიპოვა.
მუნიციპალიტეტის მერმა, ახალგაზრდებს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს, მოპოვებული წარმატებები მიულოცა.
,,ჩვენი ახალგაზრდების უმთავრესი ღირებულება ცოდნაა.
განათლების მიღებაზე მოტივირებული თაობა კი ქვეყნის უკეთესი მომავლის ფუნდამენტია.
თქვენს ცხოვრებაში პროფესიული განვითარების ახალი ეტაპი იწყება. წარმატებებს გისურვებთ პროფესიულ სრულყოფაში, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.
ჩემი დიდი სურვილია, წლების შემდეგ, დაუბრუნდეთ მშობლიურ სენაკს და თქვენი პროფესიონალიზმი მის განვითარებას მოახმაროთ“ – აღნიშნა შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ეროვნულ გამოცდებში ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე წარმატებულ ახალგაზრდებს ფულად ჯილდოს გადასცემს.