სენაკის მუნიციპალიტეტის #ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთულში, მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი #მიმდინარეობს – ზემო ფოცხო-ალერტის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა.
ზემო ფოცხო-ალერტის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, ღირებულებით – 2 236 994 ლარი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება.
საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია და მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია ადგილზე გაეცნენ.