სენაკში, დედის ქუჩაზე, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეალიტაციის პროექტების ფარგლებში, სპორტული მოედნის მშენებლობა #მიმდინარეობს.
მიმდინარე პროექტს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილესთან, ბადრი ქუთელიასთან და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ედიკა ბერაიასთან ერთად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში, #მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი მოედანი, გარე განათების სისტემა, შემოღობვის კონსტრუქციები, #დამონტაჟდება ტრენაჟორები.
პროექტის ღირებულება 154 799 ლარს შეადგენს.
ვახტანგ გადელიას მერობის პერიოდში, ეს რიგით მე-10 სპორტული მოედანია.