მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

სენაკში, სასკოლო თეატრალური ოლიმპიადა დაიწყო

დღეს, საქართველოს კულტურის სამინისტროს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერითა და სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ორგანიზებით, სასკოლო თეატრალური ოლიმპიადა საზეიმოდ გაიხსნა.
თეატრალურ ფესტივალში, რომელიც მეორე წელია ტარდება, წელს, 12 საჯარო სკოლა და ახალგაზრდული თეატრი მიიღებს მონაწილეობას – ქალაქ სენაკის გენო ადამიას სახელობის პირველი, ჟიული შარტავას სახელობის მე-2 , მე-3, მე-7, გეჯეთის, ქვემო ფოცხოს, თეკლათის, ნოქალაქევის, კოტიანეთის, უშაფათის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლების საჯარო სკოლების თეატრალური დასები და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებული ახალგაზრდული თეატრ-სტუდია ,,მართვე’’.
ოლიმპიადის საზეიმო გახსნას, თეატრალები – აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობები: თამარ აბშილავა-კობახიძე და ლადო კოკაია უძღვებოდნენ.
გახსნის ცერემონიალს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ელისო შურღაია, ადგილობრივი თვითმმართველობის, თეატრალური, საგანმანათლებლო სფეროებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ოლიმპიადის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მონაწილეებს წარმატებები უსურვეს: იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა იოანე კუპრეიშვილმა, სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ელისო შურღაიამ.
მაყურებელთა წინაშე წარდგნენ: სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრების შემოქმედებითი ჯგუფები, ფოლკლორის სახელწიფო ცენტრის სენაკის სალოტბარო სკოლა, ანიმატორები, ინდივიდუალური შემსრულებლები.
ოლიმპიადის ფარგლებში, სასკოლო თეატრალური დასები მაყურებლისთვის, ქართველი მწერლებისა და პოეტების ნაწარმოებების მიხედვით დადგმულ 12 სპექტაკლს აჩვენებენ, სადაც დასწრება თავისუფალია.
სასკოლო ოლიმპიადის დაარსებისა და ჩატარების მთავარი მიზანი კულტურის, განათლებისა და თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია, თეატრალურ ცხოვრებაში მეტი მოზარდის ჩართვა და ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენაა.
სასკოლო ჯგუფებს გადაეცემათ დიპლომები.
გამოვლინდება გრან-პრის მფლობელი სპექტაკლი, ასევე – ნომინანტები, რომლებიც დიპლომებით და სპეციალური პრიზებით დასაჩუქრდებიან.
თეატრალური ფესტივალი 5 მაისს საზეიმოდ დაიხურება.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

მაისი 2025
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
Skip to content