მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

პროექტში – ,,საბავშვო არქოლოგია” 255 მოსწავლე ჩაერთო

პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ჩართულობით, საგანმანათლებლო პროექტი ,,საბავშვო არქოლოგია’’ მიმდინარეობს.
იმიტირებულ გათხრებში დღეს მონაწილეობა სენაკის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს.
,,საბავშვო არქეოლოგიის’’ ფარგლებში მიმდინარე იმიტირებული გათხრების პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი და პროექტის ავტორი და ორგანიზატორი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის სპეციალისტი ირმა კუპრეიშვილი ესწრებოდნენ.
პროექტი ,,საბავშვო არქეოლოგია“ 11 წელია არსებობს და ნოქალაქევის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალსა და მცხეთის არქეოლოგიურ სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალში საგანგებოდ მოწყობილ ველზე ხორციელდება, რაც სასწავლო-შემეცნებით არქეოლოგიურ გათხრებს გულისხმობს.
მიმდინარე წელს, ერთი თვის მანძილზე, პროექტში სენაკის საჯარო სკოლების მე-6 და მე-7 კლასების 255 მოსწავლე ჩაერთო.
მოსწავლეებთან ერთად პროექტში ჩართულები იყვნენ სკოლების საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრების პედაგოგები და კლასის დამრიგებლები.
მოსწავლეებს, საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ, საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ არქეოლოგიის საველე საქმიანობის სპეციფიკას და ამ საქმიანობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები გამოემუშავებინათ.
პროექტში ჩართულ ყველა მოსწავლეს ,,ნორჩი არქეოლოგის“ სერტიფიკატი გადაეცა.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

მაისი 2025
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
Skip to content