სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილე ბადრი ქუთელიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
ზანა-უშაფათის დამაკავშირებელ გზაზე, 2 ლოკაციაზე, ხორციელდება სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები, რომლის ღირებულება 118 062 ლარია.
სენაკის მერი უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულში ასევე გაეცნო სტიქიის შედეგად დაზიანულ გზაზე გვერდულის აღდგენით სამუშაოებს, რომლის ღირებულება 53 990 ლარია.
სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, აღდგენითი სამუშაოები 26 ობიექტზე ხორციელდება.
მიმდინარეობს ჭავჭავაძის ქუჩის №33-სა და №35-ში არსებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების, სამტრედიის ქუჩის №12-ის პირველი და მეორე კორპუსების, რუსთაველის ქუჩის №116-ში არსებული მრავალბინიანი კორპუსის, ყოფილ სამხედრო ქალაქში, №194-ში არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის, ქალაქის სასპორტო სკოლის, ნოსირის საბავშვო ბაღის და ახალსოფლის ადმინისტრაციული შენობის გადახურვის სამუშაოები.
ამასთან, ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საჩიქობავოში, ხორციელდება არნოლდ ჩიქობავას სახელობის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია. სოფელ ძველ სენაკში მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია.
სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს არსენას, ქუთაისის და ჩხეტიას ქუჩებზე, ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ ციზეთსა და სასერგიოს უბანში, ეკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საადამიოში, ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გახომელას ლეგაგუეს უბანში.