სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სენაკის პირველი საჯარო სკოლისა და წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის კურსდამთავრებულთა ბოლო ზარის საზეიმო ღონისძიებებს დაესწრნენ.
,,ყველა მეთორმეტე კლასელს ვულოცავ ცხოვრების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასვლას. მჯერა, თითოეული თქვენგანი სასურველი პროფესიის დაუფლებით, სკოლაში მიღებულ განათლებასა და თქვენს შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობასა და წინსვლას მოახმართ“ – აღნიშნა ვახტანგ გადელიამ.
სენაკის მუნიციპალიტეტში ბოლო ზარი წელს 376 მოსწავლისთვის დაირეკა.