მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

სენაკის მერმა მოქალაქეებთან შეხვედრა გამართა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, მოქალაქეებთან მორიგი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე, რომელსაც მერის მოადგილეები ესწრებოდნენ, განიხილეს ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, დასაქმების, ინფრასტრუქტურისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა მოქალაქეებისგან მოისმინა ინფორმაცია კონკრეტული პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ და მათ, მერიის კომპენტენციის ფარგლებში, მხარდაჭერა დაუდასტურა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილ ინიციატივებს, რომლებიც განათლების, სპორტისა და კულტურის სფეროების ხელშეწყობასა და მუნიციპალიტეტის განვითარებაში ახალგაზრდების უფრო აქტიურად ჩართულობას ისახავს მიზნად.

საუბარი ასევე შეეხო ტექნოპარკისა და მერიის ერთობლივ ინოვაციურ პროგრამებს, ახალგაზრდებისთვის შექმნილ შესაძლებლობებს, ტექნოლოგიური მიმართულებით დაგეგმილ ინიციატივებს.

,,დღეს გამართულ შეხვედრაზე დასმული ყველა საკითხი დეტალურად განვიხილეთ. მოადგილეებს დაევალათ აღნიშნული პრობლემების სიღრმისეული შესწავლა და შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით მათი მაქსიმალურად მოკლე ვადაში მოგვარება. მსგავსი შეხვედრები ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან პირდაპირი კომუნიკაცია მოქალაქეებთან გვაძლევს საშუალებას, სწრაფად და ეფექტურად ვიმოქმედოთ. პროცესს პირადად გავუწევ მონიტორინგს, რათა თითოეული საკითხი რეალურ შედეგამდე მივიდეს“ – აღნიშნა სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ.

მოქალაქეებთან შეხვედრა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში, ყოველ ოთხშაბათს გაიმართება.

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

იანვარი 2026
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
Skip to content