სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროს გივი მისაბიშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლაში დაესწრო ღონისძიებას, რომელიც საქართველოს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს, ღვთისმშობლის წილხვდომილობასა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეებს მიეძღვნა.
ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო თემატური გამოფენები და გაიმართა ანსამბლ „გოგალაის“ კონცერტი