დღეს, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, სენაკის XIII მუსიკალური ფესტივალი, საპატრიარქოს სამრევლო სკოლის გოგონათა გუნდის კონცერტით გაიხსნა.
არტ-ფესტივალი ეძღვნება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ხსოვნას.
საღამოს ეპარქიის სასულიერო პირები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ფესტივალი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს მხარდაჭერითა და ხელოვნების აკადემიის ინიციატივით იმართება და მისი დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია ხელოვნების აკადემიის რექტორი, მსოფლიოში აღიარებული პიანისტი, სენაკის საპატიო მოქალაქე ვალერიან შიუკაშვილი.