გილოცავთ!
ჩვენი საამაყო სენაკელი ფალავანი, გიორგი ჩხიკვაძე, მსოფლიო ჩემპიონია!
ტირანაში გამართულ 23წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, საქართველოს ხუთგზის ჩემპიონმა, ჭაბუკებს შორის ევროპის ორგზის პრიზიორმა, 23 წლამდელთა შორის ევროპის პრიზიორმა, ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა, ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ვიცე ჩემპიონმა, ევროპის სამგზის ჩემპიონმა, საფრანგეთის გრან-პრის ჩემპიონის ტიტულის მფლობელმა, საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებულმა, საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენისა და 2023 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტულების მფლობელმა, გიორგი ჩხიკვაძემ, ოქროს მედალი მოიპოვა.
ვულოცავ სენაკს და სრულიად საქართველოს!
გიორგი, შენ ჩვენი სიამაყე ხარ!