მიმდინარეობს საიტის განახლება

ცხელი ხაზი:

ჯემალ აჯიაშვილი 81

🇬🇪🇮🇱გამოჩენილი ქართველი ებრაელი მწერლის, პოეტის, მთარგმნელისა და პუბლიცისტის, საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის ვიცე-პრეზიდენტის, საქართველოს მწერალთა და თეატრალურ მოღვაწეთა კავშირების წევრის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, პარიზის ქართულ-ევროპული ინსტიტუტის, ილია ჭავჭავაძის სახელობისა და ივანე მაჩაბლის სახელმწიფო პრემიების ლაურეატის, ღირსების ორდენის კავალერის, სენაკის საამაყო შვილის, ჯემალ აჯიაშვილის დაბადებიდან 81 წლისთავის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მის მშობლიურ ქალაქში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით, ღონისძიებების კვირეული 17 მარტს დაიწყება და სიმბოლურად, მწერლის დაბადების დღეს, 23 მარტს დასრულდება:

17 მარტს, 15:00 საათზე, სენაკის ხელოვნების გალერეაში თემატური ფოტო გამოფენა გაიხსნება;

18 მარტს, 14:00 საათზე, ქალაქის საჯარო ბიბლიოთეკაში, თემატური საღამო გაიმართება;

19 მარტს, 15:00 საათზე, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრი უმასპინძლებს ჯემალ აჯიაშვილის პოეტური შემოქმედებისადმი მიძღვნილ მხატვრული კითხვის კონკურსს;

20 მარტს, 14:00 საათზე, მწერლის მშობლიურ მეორე საჯარო სკოლაში გაიხსნება ჯემალ აჯიაშვილის სახელობის კაბინეტი. ღონისძიებას ლიტერატურული კომპოზიცია დაასრულებს;

21 მარტს, 14:00 საათზე, ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას სახელობის მუზეუმში გაიმართება სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა – ,,ნახატები ებრაულ მოტივებზე” ;

21 მარტს, 15:00 საათზე, ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას სახელობის მუზეუმში გაიმართება რეჟისორ, მიხეილ ჭიაურელის ფილმის ჩვენება, თემატური პრეზენტაციები, კომპოზიციები;

23 მარტს, 13:00 საათზე, გამოჩენილი ქართველი ებრაელი მწერლის, ჯემალ აჯიაშვილის 81-ე დაბადების დღეს, მშობლიური ქალაქი კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს მწერლის ხსოვნას და მისი სახელობის სკვერში, მწერლის ბარელიეფს, ყვავილებით შეამკობენ.

#ჯემალაჯიაშვილი81🇬🇪🇮🇱
#გახსოვდესშენიისტორია

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის მერს

შენი იდეა ქალაქის მერს

ელექტრონული პეტიცია

ჯანდაცვის ობიექტები

მართლწესრიგი

საინფორმაციო დაფა

გამოკითხვა

სასარგებლო ბმულები

არქივი

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

აპრილი 2025
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
Skip to content