სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში, საჯარო კენჭისყრის ეტაპი დღეიდან დაიწყო და 2 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
კენჭისყრის ეტაპზე გადასულია 6 საპროექტო წინადადება, მათგან გაიმარჯვებს ის 2 პროექტი, რომელსაც თქვენ აირჩევთ.
ბმულის საშუალებით შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი 3 საპროექტო წინადადება და მას მხარი დაუჭიროთ: https://www.facebook.com/share/p/1ARWkJQ7gK/
რომელი საპროექტო წინადადების განხორციელება გსურთ სენაკის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან?
გაეცანით კენჭისყრის ეტაპზე გადასულ საპროექტო წინადადებებს:
ქ. სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩის N 82ა-ში, საბავშვო ატრაქციონის მოწყობა კაუჩუკის საფარით;
ქ. სენაკში, ქალაქის ცენტრალურ პარკში არსებული მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია;
ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჯიხაში – ტრენაჟორების მოწყობა;
ქ. სენაკში, მშვიდობის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია;
ქ. სენაკში, ელექტრომობილების ორი ერთეული დასამუხტი სადგურის (ელექტროჰაბი სენაკი) მოწყობა;
სენაკის მუნიციპალიტეტში, ორი ერთეული მულტიფუნქციური ენერგოეფექტური მოსაცდელის მოწყობა.
ხმის მიცემის პრინციპი:
ხმის მიცემა შეუძლია სენაკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს -როგორც ონლაინ პლატფორმაზე, ასევე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში (ჭავჭავაძის 103) და ადმინისტრაციულ ერთეულებში, მერის წარმომადგენლისთვის წერილობითი მომართვით.
ერთ მოქალაქეს აქვს 3 პროექტზე ხმის მიცემის უფლება.
ველით თქვენს აქტიურობას ხმის მიცემის პროცესში.
გამარჯვებული პროექტი 50 000 ლარით დაფინანსდება.
2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარი სრულად მიიმართება სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამისთვის.
#ჩვენუკეთესისენაკისთვის
#ერთადგანვაახლოთ
#სამოქალაქობიუჯეტირებისპროგრამა2025