გილოცავთ მუზეუმების საერთაშორისო დღეს.
სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სხვადასხვა მუზეუმებში მოღვაწე თითოეულ თანამშრომელს, მადლობას გიხდით სამუზეუმო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის.
წარმატებებს გისურვებთ, ჩვენი ისტორიული და კულტურულ-ეთნოგრაფიული საუნჯის მოვლა- პატრონობისა და პოპულარიზაციის, აქ თავმოყრილი ისტორიის ახალგაზრდობისა და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა-ზიარების მნიშვნელოვან საქმეში.
ვახტანგ გადელია
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი