მუნიციპალიტეტი ჩართულია პროექტში – PACA, რაც გულისხმობს კონკურენტული უპირატესობის ამაღლებას თანამონაწილეობის გზით. ამ საპილოტე პროგრამის განსახორციელებლად შერჩეულია სამი ქალაქი – სენაკი, ფოთი და ზუგდიდი.
,, PACA-კონკურენტული უპირატესობის ამაღლება თანამონაწილეობის გზით” ფარგლებში, მუნიციპალიტეტი, პარტნიორ ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ახორციელებს საჯარო და კერძო სექტორებს შორის კომუნიკაციას.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში გაიმართა ინდივიდუალური სამუშაო შეხვედრები – მუნიციპალიტეტში მოქმედ საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლებს შორის.
ვორქშოფში მონაწილეობა სენაკის მუნიპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, მოადგილესთან, ლევან ელიავასთან ერთად მიიღო.
პროექტი ხორციელდება ეროვნულ სამუშაო ჯგუფთან – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, გაეროს განვითარების პროგრამა, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომლობითა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით