დღეს, პრიორიტეტული ️პროექტების გამოსავლენად, სენაკის მუნიციპალიტეტის სამ ადმინისტრაციულ ერთეულში – უშაფათში, ზანასა და ფოცხოში, მოსახლეობასთან საერთო კრებები/კონსულტაციები გაიმართა.
შეხვედრებს, რომელთაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია უძღვებოდა.
განსახორციელებელი პროექტების შესახებ მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:
უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულში – გარე განათების ქსელის მოწყობა;
ზანის ადმინისტრაციულ ერთეულში:
სოფელ ზანაში – სასაფლაოს ღობის რეაბილიტაცია;
სოფელ ეწერში – გაბიონის მოწყობა;
სოფელ საესებუოში – მილხიდისა და სანიაღვრე არხის მოწყობა;
სოფელ სატყებუჩაოში – ცხაურისა და 4 ხიდ-ბოგირზე, სათავისების მოწყობა.
ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში:
ქვემო ფოცხოში – გარე განათების ქსელის მოწყობა;
ზემო ფოცხოში – გარე განათების ქსელის მოწყობა.
მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელია უშაფათის, ზანისა და ფოცხოს მოსახლეობას დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა და მათგან მიიღო ინფორმაცია არსებულ გამოწვევებზე, რომელთა მოგვარების გზები ადგილზევე დაისახა.
 Georgian
 Georgian English
 English 
								